logo
ENG



შვეიცარიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა

12 დეკ 202017:59
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/12/90gaf0vjqy1m0fb.jpg

შვეიცარიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ქვეყანამ ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები გაუყინა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. შვეიცარიის სასანქციო სიაში სულ 15 ადამიანი მოხვდა, მათ შორის თავად პრეზიდენტი და მისი ვაჟი, ვიქტორ ლუკაშენკო. მათ ასევე ეკრძალებათ შვეიცარიის ტერიტორიაზე შემოსვლა.

შვეიცარიის განმარტებით, აღნიშნული პირების სასანქციო სიაში შეყვანა ბელარუსში განვითარებულ ძალადობასა და თვითნებურ დაკავებებს უკავშირდება.

"შვეიცარია შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული დაძაბულობით და მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისკენ. შვეიცარია ასევე ყველა თვითნებურად დაკავებული პირის გათავისუფლებასა და ადამიანის წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს", - აცხადებენ მთავრობაში. 

ცნობისთვის, 6 ნოემბერს ევროკავშირმა 15 ბელარუსი მაღალჩინოსნის, მათ შორის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები 9 სექტემბერს საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემდეგ დაიწო და ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგეები მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ცესკო-ს მონაცემებით, ლუკაშენკომ გაიმარჯვა. აქციაზე გამოსული მოსახლეობის წინააღმდეგ სპეც ტექნიკას იყენებენ, მათ შორის რეზინის ტყვიებს, ცრემლმდენ გაზსა და წყლის ჭავლის მანქანას. ასევე მილიციის მიერ ბრუტალური ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი, 5 გარდაიცვალა, ათასობით კი დააკავეს. 


close დახურვა